Sunday, October 27, 2013

მეოთხე დღე

       გუშინ მგონი მთელი ჯგუფი ჩემსავით შუაღამემდე იჯდა კომპიუტერთან და მუშაობდა.  ბუკლეტი კი გავაკეთე, მაგრამ რომ გადავხედე,მივხვდი ცვლილებების შეტანა მომიწევს კიდევ.
    გარდა ამისა დრაივში ავტვირთეთ ჩვენი საინფორმაციო ბუკლეტები და გამოვაქვეყნეთ. სიამოვნებით გავეცნობი ჩემი კოლეგების ნამუშევრებს.
      კარგი იყო  ერთმანეთის პროექტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები რომ წავკითხეთ, შევაფასეთ და სასარგებლო რჩევები მივეცით ერთმანეთს. ვფიქრობ  ურთიერთშეფასებები ძალიან დაგვეხმარება პროექტების დასახვეწად.

       დღეს შეფასების სხვადასხვა მეთოდები, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები განვიხილეთ. წავიკითხეთ მასალები და  ვიმსჯელეთ შეფასების მიზნებზე, მეთოდებზე და მის ეფექტურად გამოყენებაზე. გავიაზრეთ რამდენად აუცილებელია შეფასება ხდებოდეს პროექტის  ყველა ეტაპზე, ამავე  დროს აუცილებელია მოსწავლეთა ჩართვა თვითშეფასების პროცესში,ასევე აუცილებელია მათთვის შეფასების რუბრიკების  გაცნობა.  ვფიქრობ ამის შემდეგ, მოცემული დავალება, დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა, არ გამიჭირდება.

    

მესამე დღე

        დღეს ჩვენი პროექტისათვის შევარჩიეთ საგნობრივი სტანდარტები და განვსაზღვრეთ მასთან დაკავშირებული მიზნები. ამავე დროს ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ ეს მიზნები აუცილებლად 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს უნდა ითვალისწინებდეს,ამაში სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკაც დაგვეხმარა ეს ეტაპი ძალიან მაინტერესებდა, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე იყო.
       არანაკლებ მაინტერესებდა მიმართულების მომცემ საკვანძო კითხვების შემუშავება.
   ჯგუფში ტრენერის ხელშეწყობით კარგად გავიაზრეთ თუ როგორი უნდა იყოს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. კარგად გავიაზრე ზოგადი შეკითხვის სწორად დასმის მნიშვნელობა მოსწავლეთა აზროვნების წახალისებისათვისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის.
        ხვალისთვის საინტერესო დავალება გვაქვს, მოსწავლეთა როლები უნდა მოვირგოთ და ბუკლეტები უნდა დავამზადოთ, ძალიან მაინტერესებს თითოეული ჩვენგანი როგორ შეძლებს ბავშვების თვალით შეხედოს პროექტს და ეს ხედვა  ბუკლეტებში  ასახოს.

ჩემი პროექტის ბუკლეტი

ბუკლეტის სანახავად დააწკაპეთ ბმულზე

Sunday, October 20, 2013

მეორე დღე

         დღევანდელი დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო, გავეცანით შესანიშნავ საკითხავ მასალებს, ასეთი ორგანიზებული , საინტერესო,  დალაგებული და მზა მასალები აქამდე არსად არ მინახავს,  უფრო ნათელი და გასაგები გახდა ყველაფერი, მთავარია პროექტის იდეა, ცოტაოდენი შრომა და ნაბიჯ– ნაბიჯ შევძლებთ შედეგის მიღწევას.
      გავეცანით მახასიათებლების ჩეკლისტებს,ვნახეთ ბუკლეტების შაბლონები, ჩამოვყარეთ პროექტის იდეები, ძალიან კარგმა იდეებმა გაიჟღერა, ჩანს ძალიან შემოქმედებითი ჯგუფია, კონტაქტურები, მიხარია მათთან ურთიერთობა, უკვე ვიცი რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ბევრს შეგვმატებს.
      ყველაფერ ამის გარდა სხვა ბევრ რამეს ვსწავლობთ, მაგალითად როგორ დავაყენოთ და გავასწოროთ გუგლის ბრაუზერის პარამეტრები.  მე პირადად მას შემდეგ რაც ფოსტის ინტერფეისი შეიცვალა გამალებული ვცდილობდი დრაივის პოვნას,რომელიც ძალიან მჭირდებოდა , მაგრამ ამაოდ. ამ ორ დღეში კი ჩვენი ტრენერის წყალობით კი როგორც იქნა ტექნიკურ პრობლემებზეც ვიპოვე პასუხი.

     

Saturday, October 19, 2013

პირველი დღე

        ინტელის ძირითადი კურსის შესწავლა დავიწყეთ,   რაღაც მსმენოდა ამ ტრენინგის შესახებ და ინტერესით ველოდებოდი. მიყვარს ახალი ტექნოლოგიები, მით უმეტეს თუ ის სასწავლო პროცესს უფრო გამდიდრებას და გააუმჯობესებას ემსახურება.
         პირველი დღე საინტერესოდ დაიწყო, გავიაზრეთ ზოგადად მთელი კურსის სტრუქტურა,შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდეები თვითოეული მოდულის მასალების შესანახად, გავეცანით პროეტის გეგმის შაბლონს, დავიწყეთ ფიქრი საინტერესო პროექტის იდეისათვის.  მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფიც გვექნება, სადაც  ჩვენს პრობლემებს და გამოცდილებას გავუზიარებთ ერთმანეთს.
      მოკლედ წინ როგორც ჩანს ახალი გამოცდილება და  საინტერესო, ამავე დროს შრომატევადი სამუშაო გველოდება.
     p.s. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი ტრენერის დათოს პასუხისმგებლობა და დამოკიდებულება ამ ტრენინგის მიმართ,რომელიც პირველივე ტრენინგზე იგრძნობოდა, მისი გადამდები ენთუზიაზმი,  მოთმინება და უნარი ყველას მოგვისმინოს და ამომწურავი პასუხები გაგვცეს.