ინტელის ძირითადი კურსის შესწავლა დავიწყეთ, რაღაც მსმენოდა ამ ტრენინგის შესახებ და ინტერესით ველოდებოდი. მიყვარს ახალი ტექნოლოგიები, მით უმეტეს თუ ის სასწავლო პროცესს უფრო გამდიდრებას და გააუმჯობესებას ემსახურება.
პირველი დღე საინტერესოდ დაიწყო, გავიაზრეთ ზოგადად მთელი კურსის სტრუქტურა,შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდეები თვითოეული მოდულის მასალების შესანახად, გავეცანით პროეტის გეგმის შაბლონს, დავიწყეთ ფიქრი საინტერესო პროექტის იდეისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფიც გვექნება, სადაც ჩვენს პრობლემებს და გამოცდილებას გავუზიარებთ ერთმანეთს.
მოკლედ წინ როგორც ჩანს ახალი გამოცდილება და საინტერესო, ამავე დროს შრომატევადი სამუშაო გველოდება.
p.s. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი ტრენერის დათოს პასუხისმგებლობა და დამოკიდებულება ამ ტრენინგის მიმართ,რომელიც პირველივე ტრენინგზე იგრძნობოდა, მისი გადამდები ენთუზიაზმი, მოთმინება და უნარი ყველას მოგვისმინოს და ამომწურავი პასუხები გაგვცეს.
No comments:
Post a Comment