გუშინ მგონი მთელი ჯგუფი ჩემსავით შუაღამემდე იჯდა კომპიუტერთან და მუშაობდა. ბუკლეტი კი გავაკეთე, მაგრამ რომ გადავხედე,მივხვდი ცვლილებების შეტანა მომიწევს კიდევ.
გარდა ამისა დრაივში ავტვირთეთ ჩვენი საინფორმაციო ბუკლეტები და გამოვაქვეყნეთ. სიამოვნებით გავეცნობი ჩემი კოლეგების ნამუშევრებს.
კარგი იყო ერთმანეთის პროექტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები რომ წავკითხეთ, შევაფასეთ და სასარგებლო რჩევები მივეცით ერთმანეთს. ვფიქრობ ურთიერთშეფასებები ძალიან დაგვეხმარება პროექტების დასახვეწად.
დღეს შეფასების სხვადასხვა მეთოდები, განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები განვიხილეთ. წავიკითხეთ მასალები და ვიმსჯელეთ შეფასების მიზნებზე, მეთოდებზე და მის ეფექტურად გამოყენებაზე. გავიაზრეთ რამდენად აუცილებელია შეფასება ხდებოდეს პროექტის ყველა ეტაპზე, ამავე დროს აუცილებელია მოსწავლეთა ჩართვა თვითშეფასების პროცესში,ასევე აუცილებელია მათთვის შეფასების რუბრიკების გაცნობა. ვფიქრობ ამის შემდეგ, მოცემული დავალება, დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა, არ გამიჭირდება.
No comments:
Post a Comment